2025 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი JJ გახდა.
შვეიცარიაში, ბაზელში ჩატარებულ კონკურსზე JJ-მ კომპოზიცია Wasted Love შეასრულა.

2025 წლის კონკურსზე საქართველოს სახელით მარიამ შენგელია კომპოზიციით Freedom წარსდგა. ქართველი მონაწილე შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. მომღერალმა ნახევარფინალში, რომელშიც 16 კონკურსანტი მონაწილეობდა, მე-15 ადგილი დაიკავა.