ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ და ამ პროგრესსა და ამ წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. არ უნდა დაინახოს ეს ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას, მის ადმინისტრაციასა და საზოგადოებას, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გიორგი მარგველაშვილის ფიასკო, რომელსაც საზოგადოება დაინახავს.
საპრეზიდენტო არჩევნები
მათიკაშვილი: თუ მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, ეს იქნება მისი ფიასკო
tbl.ge/2slx
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს უპასუხა. ცნობისთვის, აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უჭირს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება.
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე: სახელმწიფო გაგვიხადეს პაროდიად
- ერთი თავით და ათი თავით ჯობნის IQ-თი ყაველაშვილი ზურაბიშვილს - კობახიძე
- კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ცუდი არჩევნები იყო 2012 წლის შემდეგ
- სააკაშვილი: რაც გააკეთეს უგულავამ და სხვა ლიდერებმა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა
- ცესკო: ავღანეთში ხმის მიცემის შედეგები 28 ოქტომბრამდე ცნობილი ვერ იქნება




