"ხვალ რაც ხდება პარლამენტში, პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ უფრო პაროდია. რადგანაც, ეს იქნება ის ღონისძიება რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმურია. ეს მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს.
ყველაფერი არის პაროდია, თუნდაც დღეს რაც ხდება ოცნებიდან გადის ხალხის ძალა მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს, თუ არ ნიშნავენ. არაფერი კავშირი არ აქვს ამას რამე პოლიტიკურ პროცესთან და ეს არის ყველაზე სამწუხარო, იმიტომ რომ გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად. ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი, ერთგვარად არის ასევე პროვოცირება ხალხის რეაქციის. ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ ასე მოეპყრო დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს, პარლამენტს და ა.შ. და ესაა მიუღებელი.





