საპრეზიდენტო არჩევნები

ერთი თავით და ათი თავით ჯობნის IQ-თი ყაველაშვილი ზურაბიშვილს - კობახიძე

IQ-ზე იყო შეკითხვა. ერთი თავით და ათი თავით ჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონოდა IQ, ჯერ ერთი, არ იტყოდა, რომ 20-25% აქვს ოცნებას და მაქსიმუმ 10% შეიძლება გააყალბონ, ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას, არ გაყიდდა სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ ქვეყანას, IQ რომ არ ჰქონდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე.
 

კომენტარები