საპრეზიდენტო არჩევნები

სააკაშვილი: რაც გააკეთეს უგულავამ და სხვა ლიდერებმა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა

"ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამშობლო, ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი." - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში ისაუბრა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სამიტი იმართებოდა, რომელსაც ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავაც ესწრებოდა. უგულავასა და სააკაშვილის ერთობლივ ინტერვიუს რუსთავი ორი ავრცელებს. 

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სახალო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი, მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ახლა რაც გააკეთა გიგიმ და ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია,”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გიგი უგულავას თქმით, ქვეყნის დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაიწყოს და მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. 

"მთავარი ამოცანა არის 28-ში დანიშნავენ, 25-ში თუ ორში, როცა იქნება ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიდეს. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, რადგან რეალური ძალაუფლება აქვს პარლამენტს. ქვეყნის დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა, იმას უნდა მიანიჭოს, ვისაც ეს ეკუთვნის. იმ პროპორციით რა პროპორციითაც ხალხი აირჩევს." - ამბობს უგულავა. 

მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკში შეხვდა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სამიტი იმართება. 

კომენტარები