საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, იყო უაღრესად აგრესიული კამპანია, რაც პირველივე დღიდან დაიწყო. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი არის ის, რომ იყო პოლარიზებული გარემო. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელების დროს ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები. ბუნებრივია, მთლიანად ორიენტირებული საარჩევნო კამპანია პერსონალურ თავდასხმებზე, აგრესიაზე. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო ასეთი სახით საარჩევნო კამპანიის წარმართვა და სამწუხაროდ, ეს მოლოდინი გამართლდა.
tbl.ge/3kdp
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე - "2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები"
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე: სახელმწიფო გაგვიხადეს პაროდიად
- ერთი თავით და ათი თავით ჯობნის IQ-თი ყაველაშვილი ზურაბიშვილს - კობახიძე
- სააკაშვილი: რაც გააკეთეს უგულავამ და სხვა ლიდერებმა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა
- ცესკო: ავღანეთში ხმის მიცემის შედეგები 28 ოქტომბრამდე ცნობილი ვერ იქნება
- წილოსანი: ზურაბიშვილი იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი




