ინდოეთი

ინდოელმა სამხედრომ საიდუმლო ინფორმაცია შიშველ ფოტოებში გაცვალა

ABC News

ინდოელი სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის ბრალდებით დააკავეს. ნიუ დელიში საჰაერო ძალების ოფიცერს ბრალად პაკისტანელი ჯაშუშებისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება.

51 წლის კაპიტანმა, არუნ მარვაჰა პაკისტანელმა სპეცაგენტებმა აცდუნეს. ბრალდების მიხედვით, მარვაჰამ ინდოეთის საჰაერო სამხედრო ძალების შტაბბინაში ორ საიდუმლო დოკუმენტს ფოტო გადაუღო და შიშველ ფოტოებში გაცვალა.

ორმა პაკისტანელმა აგენტმა ფეისბუქზე ყალბი პროფაილები გამოიყენა და ინდოელ კაპიტანს მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა. პაკისტანელ ​აგენტებსა და ინდოელ სამხედროს შორის ფეისბუქზე დაწყებული საუბარი საუბრები WhatsApp-ში გაგრძელდა და სექსუალური შინაარსი შეიძინა. 

მარვაჰას მიერ მათთვის მიწოდებული დოკუმენტები ინდოეთი სპეციალურ ოპერაციულ ძალებს, ასევე ახალ კიბერ და სატელიტურ ინფორმაციას ეხებოდა. კაპიტანი მარვაჰა მაშინ დააკავეს, როდესაც მან ტელეფონი ინდოეთის საჰაერო ძალების სათავო ოფისში შეიტანა, რაც სამხედრო წესებს ეწინააღმდეგება. 

არუნ მარვაჰა, რომელიც პენსიაზე გასვლას მომავალ წელს გეგმავდა, პარაშუტით ხტომის ინსტრუქტორი იყო და საჰაერო არმიას წვრთნიდა. 

დაკავებულ სამხედროს 7 წლით პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები