"ინტერფაქსის" ცნობით რუსეთში ჩამოვარდილი სამგზავრო თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით მათ თვითმფრინავის ფრთაზე გაჩენილი ცეცხლი მის ჩამოვარდნამდე დაინახეს.
რუსული მედიის ცნობით თვითმფრინავის 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი გარდაიცვალა.
სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან მალევე რადარებიდან გაქრა და სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა.
ვლადიმირ პუტინმა სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის განკარგულება უკვე გასცა.





