იტალია

მილანში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

AFP

მილანში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. შეჯახება ხუთშაბათს, 25 იანვარს, მილანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მატარებელი, რომელშიც 250 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და მეორეს შეეჯახა.

რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა რაფაელე კატანეომ განაცხადა, რომ მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.

"მატარებელი ლიანდაგიდან მხოლოდ ორი მიზეზის გამო შეიძლება გადავიდეს. პირველი, თუ ლიანდაგია გაუმართავი და მეორე, თუ თავად მატარებელი იყო გაუმართავი." - განაცხადა კატანეომ.


ფოტო: AFP

იტალიაში, მატარებლების ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზით ბოლო პერიოდში რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. 2016 წლის ივლისში, ანალოგიურ შემთხვევას 23 ადამიანი ემსხვერპლა. 2012 წლის ნოემბერში - 6, 2009 წლის ივნისში - 30, 2005 წლის იანვარში - 17, 2002 წლის ივლისში კი - 8.

კომენტარები