ნარკოპოლიტიკა

კილაძე: იმედია, მივიღებთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც პატრიარქისთვისაც მისაღები იქნება

ჩვენი მთავარი მიზანია ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რომელიც დააბალანსებს სხვადასხვა მიმართულებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით. ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ეს იმდენად რთული საკითხია, ჯერ კონსენსუსის მიღწევა ძალიან გაჭირდა. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიური მუშაობის შედეგად მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება როგორც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიისთვის, პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის.

პირველი არხის ცნობით, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. დეპუტატი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრება.

კომენტარები