ნარკოპოლიტიკა

ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი

ბავშვებს რომ დაერიეთ, ახალგაზრდებს რომ დაერიეთ, ნარკოლოგიურში გადაიყვანეთ. ირაკლი კობახიძეს მივმართავ, ამ ბიძინა ივანიშვილის სათამაშოს, ირაკლი - გადაამოწმე კახი კალაძე, გადაამოწმე ანრი ოხანაშვილი, გადაამოწმე გეკა თუ ჯეკა თუ რაც არის ეს კონკრეტული შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბავშვებს რომ დასდევ, საჯარო მოხელეები, მერები, საკრებულოს თავჯდომარეები გადაამოწმე ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. აბა, ნახე ხო არ ამოუგდებს შემთხვევით ვინმეს, აბა კალაძეს და კალაძის სტრუქტურაში მოიკითხე ეგეთი ხალხი და რაღაცა მკვლელ ნარკოტიკებთან მარტო მოხმარება კი არა, გასაღებაში ვინმე ხომ არ არის ეგეთი, ვინც შეიძლება ხელს უწყობს, რაღაც ახლა საჩვენებლად, რომ აკეთებ და თემების გადასაფარად.

აქტივისტებს დასდევთ, სახლებში უვარდებით, თქვენი თავიდან დაიწყეთ, მთავრობის ეგრეთწოდებულ წარმომადგენლებს, აბა, ნახეთ ხო არ ამოუგდებს. მამუკა მდინარაძე შეამოწმეთ, გადაიყვანე ნარკოლოგიურში ეს ხალხი.

ყველას კარგად ესმის, რომ თქვენ ხართ მთავარი ნარკობარონები, მთავარი ნარკოტიკების შემომტანები, თქვენ გარეშე ქვეყანაში ნარკოტიკი როგორ შემოვა, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქვეყანაში ნარკოტიკი როგორ შემოდის, როგორ საღდება. მართლა გგონია, რომ სულელები ვართ და ციდან ცვივა ნარკოტიკული ნივთიერებები? თან მკვლელ ნარკოტიკებზე ვსაუბრობ, იმაზე კი არა, თქვენ რომ ვიღაცები დაგყავთ, “ბოდიში და მოშარდე ახლა სასწრაფოდ”, არა, მაგას არ ვგულისხმობ, მძიმე, მკვლელ ნარკოტიკებს ვგულისხმობ, გადაამოწმეთ თქვენი ეგრეთწოდებული თანამშრომლები.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი აქტივისტების შემოწმებებთან დაკავშირებით.

კომენტარები