ნარკოპოლიტიკა

სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა

ჩვენ აუცილებლად უნდა დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სამწუხაროდ, სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად, რომ ზიანის შემცირებაში, ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიაზრებოდა ის, რომ ნარკომანს არ ჰქონოდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება - ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და არერთ, სამწუხაროდ, სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა, იზიარებდა ერთის მხრივ და ან აწყობდა და იმიტომ აჩვენებდა თავს, რომ იზიარებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ხალხიც არსებობდა.

ამიტომ, ეს მითი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ უნდა დაინგრეს და სისტემა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ორიენტირებული მაქსიმალურად იმაზე, რომ ყველას, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, რომ გათავისუფლდეს დიდი ტვირთისგან, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, მხარში უნდა დაუდგეს სახელმწიფო. ამას ახლაც ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად და კიდევ უფრო ეფექტიანად გავაკეთებთ.

მეორეს მხრივ, ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გვაკეთოთ, რომ ეს სურვილი გავუჩინოთ, დაწყებული ამ ადამიანით, მისი ოჯახის წევრებით და მთლიანად საზოგაოდებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მანკიერება, რომელსაც უნდა ვერბძოლოთ.

ამბობს ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები