ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით", შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.
"მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. იგეგმება საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა.





