ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირა ქართულმა მხარემ.
"არის სხვადასხვა ინიციატივები ამ ფორმატში, რაც შეეხება ევროპის არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ, ეკონომიკურ განვითარებას. საფრანგეთს ჰქონდა ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანების. ჩვენ ამ ინიციატივას ვუერთდებით. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ამ პრობლემაზე მუშაობა, ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ და ეს ინიციატივა, რომელიც საფრანგეთის მიერ იყო შემოტანილი ამ ფორმატში, ჩვენს მიერ არის მხარდაჭერილი“ - თქვა ბოჭორიშვილმა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატის ფარგლებში, ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის სამეფოში ჩავიდა.





