მიხეილ სააკაშვილის საქმე

მარგველაშვილი: სააკაშვილის ამ მუხლით დევნით პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა უნდათ

დღეს, როდესაც ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი. შეწყალების მუხლის უფლების გამოყენების შემდეგ პროკურატურამ პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა.

მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების, რომელიც გააჩნია, ძალთა დაბალანსების თვალსაზრისით, პრეზიდენტის ინსტიტუტს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის პატიმრობის მისჯაზე.

კომენტარები