ეს დღეებია, ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე - შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე ზოგადად, არამედ, ამ მუხლზე წარმოებული დევნა, დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულია კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლით მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავს, რომ ეს მუხლი არის აბსოლუტურად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელსუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
მარგველაშვილი სააკაშვილზე: შეწყალებისთვის პრეზიდენტის დევნა კითხვებს გამოიწვევს
tbl.ge/2pnq
დაკოპირდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის პატიმრობის მისჯაზე.
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია
- ბითაძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე?
- ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია
- "აღარ ესაჭიროება მკურნალობა" - მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
- "პასუხისმგებლობას ზურაბიშვილიც იზიარებს" - ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე




