ინდოეთი

ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

CNN

ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 7 დაშავებული უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსი, რომელსაც ინდუსი პილიგრიმები სავაი-მადჰოპურის ტაძარში მიჰყავდა, ხიდიდან გადავარდა. შემთხვევა 23 დეკემბერს, შაბათს, დილის საათებში მოხდა.

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი მომხდარს თვითერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

"სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება შექმნილ სიტუაციას, მათ შორის დაშავებულთა მდგომარეობას და მზად არის, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს მათ." - დაწერა პოსტში პრემიერმა.

ინდოელი სამართალდამცავები ავარიის გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებენ.

კომენტარები