პერუ

პერუს პრეზიდენტი იმპიჩმენტს გადაურჩა

Getty images

პერუს პრეზიდენტი, პერდო პაბლო კუჩინსკი თანამდებობაზე რჩება. კონრგესში მისმა იმპიჩმენტმა საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა. იმისათვის, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო 130 კონგრესენიდან 87-ს, ანუ კონგრესის ორ მესამედს უნდა დაეჭირა მხარი, თუმცა კუჩინსკის თანამდებობიდან გადაყენებას ხმა მხოლოდ 79 კონგრესმენმა მისცა.

"აქ ვარ საკუთარი სახის საჩვენებლად. მე არ გავრბივარ და არც ვიმალები და არც ამის გაკეთების მოტივი გამაჩნია." თქვა გასულ კვირას სატელევიზიო გამოსვლისას კუჩინსკიმ.

კუჩინსკის ეკონომიკის მინისტრობის და შემდგომ პრემიერმინისტრობის დროს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები