პერუ

პერუს ყოფილ პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, ფულის გათეთრების გამო 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

პერუს ყოფილ პრეზიდენტს, ოლანტა ჰუმალასა და მის მეუღლეს, ნადინ ერედიას პერუს სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო ჰუმალასა და ერედიას 2011 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბრაზილიური სამშენებლო კომპანიისგან არაკანონიერი დაფინანსების მიღებასა და მითვისებას ედავებოდა.

თუმცა, ჰუმალას ადვოკატის, მარკო აურელიო-კარვალიოს თქმით, ნადინ ერედიას კიბოს დიაგნოზი აქვს, რის გამოც სასამართლო განაჩენის შემდეგ, მან ბრაზილიის საელჩოს დიპლომატიური თავშესაფრისთვის მიმართა, თუმცა მას უარი უთხრეს.

 

კომენტარები