პერუ

პერუში ავტობუსის ხევში ჩავარდნას, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში სამგზავრო ავტობუსის ხევში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, არეკიპას რეგიონში მოხდა. რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი ჯერ ფურგონს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან ხევში გადავარდა. ხელისუფლების ცნობით, ავარია, სავარაუდოდ, ძლიერმა ნისლმა და ცუდმა მხედველობამ გამოიწვია.

კომენტარები