14 აგვისტოს, ჩრდილოეთ პერუს ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ ადგილობრივი კულტურის უძველესი ღმერთების თაყვანისცემის საზეიმო ტაძარი მდებარეობდა, არქეოლოგებმა ოთხი ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს.
უძველესი სამგლოვიარო ზეწრები პერუს ვირუს პროვინციაში, სამხრეთ ამერიკის ერის ლა ლიბერტადის რეგიონში აღმოაჩინეს, რომლის ტერიტორიაზეც ათასწლეულების განმავლობაში მრავალი უძველესი კულტურა არსებობდა.
პერუს ტრუხილიოს ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგის, ფერენ კასტილოს თქმით, არქეოლოგიური აღმოჩენა დაახლოებით 3.100-3.800 წლისაა.

"ეს აღმოჩენა მოგვცემს შესაძლებლობას შევიქმნათ მკაფიო წარმოდგენა ამ ტერიტორიაზე კულტურული ევოლუციის შესახებ". - თქვა კასტილომ. მისი აზრით, ასეთ პატარა სივრცეში ოთხი ნაშთის ერთდროულად აღმოჩენა იმას შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ამ ადგილას,სავარაუდოდ, კიდევ ბევრ მსგავს არქეოლოგიურ აღმოჩენას მიაგნებენ.

"ეს ასევე მიგვანიშნებს თავად ან სივრცის მნიშვნელობაზე. ადამიანებს უძველესი დროიდან სურდათ, რომ ისინი ტაძრებში დაეკრძალათ, რადგან ტაძარი მათთვის საკრალური მნიშვნელობის იყო".- თქვა მეცნიერმა.
პერუს ტერიტორია, რომელიც 500 წლის წინ ესპანელი კონკისტადორების ჩამოსვლამდე ინკების იმპერიის სამფლობელო იყო, მდიდარია არქეოლოგიური მნიშვნელობის სხვადასხვა ძეგლებით. მიმდინარე წლის გასულ თვეში ლა ლიბერტადის მკვლევრებმა ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 "მაღალი კლასის" წარმომადგენელი ადამიანის ნაშთი, რომელთა ასაკიც 800 წელზე მეტია. ნაშთები ამერიკაში ყველაზე დიდი ციხესიმაგრის, ჩან ჩანის მახლობლად აღმოაჩინეს. ციხესიმაგრე ჩიმუს ცივილიზაციის მმართველობის პერიოდში აშენდა, რომელიც პერუს ჩრდილოეთ უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა.





