უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. აქ ითქვა, რომ ეს იყო განათლების და კულტურის კერა, მაგრამ მე მგონი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასევე ეს იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერაც, რამეთუ მიუხედავად ათეისტური პერიოდისა, რომელიც გამოიარა უნივერსიტეტმა, პროფესურამ და სტუდენტობამ, ეს იყო კერა ჩვენი სულიერების გადარჩენისა. მრავალი დიდი სასულიერო თუ საერო მოღვაწე აღიზარდა უნივერსიტეტში და ეს გახდა საწინდარი შემდგომში ეკლესიის აღორძინებისა.
tbl.ge/2oim
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო თსუ-ში, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- თსუ-ში მყოფ სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა
- თსუ-ს ვებსაიტზე კიბერთავდასხმა მოხდა
- თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია იქნება – ის ერთადერთი კანდიდატი იყო
- გიორგი შარვაშიძე: აკადემიურ საბჭოს თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან გადადგომაზე მივმართე
- თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე შარვაშიძის ნაშრომზე: პლაგიატი არ დადასტურდა




