თავდაცვა

რესპუბლიკელი სენატორი საქართველოსთვის JAVELIN-ის მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს

ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin
wikimedia

რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მიყიდვის გაუქმებას ითხოვს. რეზოლუციის პროექტი მან აშშ-ის სენატში დაარეგისტრირა. 

შესაბამისი რეზოლუციის პროექტი რენდ პოლმა აშშ-ს სენატში დაარეგისტრირა. 

"გაუქმდეს  საქართველოს მთავრობისთვის ჯაველინის 410 რაკეტის და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკის მიყიდვა“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოთხოვნას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინის შეძენაზე მხარი 21 ნოემბერს დაუჭირა. საქართველოს მთავრობა FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობას და 410 რაკეტას შეიძენს. გარიგების სავარაუდო ღირებულება $75 მილიონი დოლარი, ანუ 201 მილიონი (დღევანდელი კურსით) ლარი იქნება.

ხელშეკრულება ასევე ჯაველინის მომწოდებელი კომპანიის მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ოპერირებაში ტექნიკურ დახმარებასაც მოიცავს.

ჯაველინს Raytheon & Lockheed Martin 1996 წლიდან აწარმოებენ. დღეის მდგომარეობით 40 000 გამშვები მოწყობილობაა დამზადებული. ჯაველინის გამშვები სისტემის წონა 23 კილოგრამია, რაკეტის წონა კი 8.4 კილოგრამს შეადგენს. ელექტრონული საძიებო სისტემით აღჭურვილი რაკეტის სროლის მანძილი 4.75 კილომეტრია. 

კომენტარები