თავდაცვა

2020 წელს სამხედრო ხარჯები თითქმის 2 ტრილიონამდე გაიზარდა – ქვეყნების დიდი ხუთეული

სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს მთლიანი დანახარჯი სამხედრო შეიარაღებაზე $1981 მილიარდამდე გაიზარდა და წინა წელთან შედარებით – 2.6%-ით. ამავე კვლევის მიხედვით, აშშ-მ, ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა ყველაზე მეტი დახარჯეს სამხედრო შეიარაღებაზე, რამაც მთლიანი დანახარჯების 62% შეადგინა. 

  1. აშშ - 2020 წელს სამხედრო ხარჯებმა $778 მილიარდს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 4,4%-ით მეტია და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯების 39%-ს შეადგენს, ეს მატება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბოლო პერიოდში აშშ-ს მიერ ბირთვული არსენალის გაფართოებას. 
  2. ჩინეთი - სამხედრო დანახარჯების მიხედვით მეორე ადგილზეა და 2020 წელს $252-მდე აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 1,9%-ით მეტია, ხოლო  2011–20 წლების განმავლობაში 76%-ით გაიზარდა. ამ წლების განმავლობაში ჩინეთის სამხედრო დანახარჯები უწყვეტად იზრდება, რაც უპრეცედენტოა. 
  3. ნატოს ქვეყნები - 2020 წელს ნატო-ს წესდების მოთხოვნა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფას ითვალისწინებს, ალიანსის 12-მა წევრმა დააკმაყოფილა. ამ სახელმწიფოებს შორის, 2009 წლის შემდეგ პირველად მოხვდა საფრანგეთი. აქედან, 2011 წელთან შედარებით გერმანიის სამხედრო დანახარჯები 28-ით არის გაზრდილი
  4. აზიის ქვეყნები - ჩინეთის გარდა, აზიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტს ინდოეთი ხარჯავს ( $72.9  მილიარდი) შემდეგ მოდის იაპონია ($49.1 მილიარდი), სამხრეთ კორეა ($45.7 მილიარდი)  და ავსტრალი ($27.5 მილიარდი)

ამასთან ერთად, 2020 წელს სამხედრო დანახარჯები შეამცირა ჩილემ და სამხრეთ კორეამ, ამის მიზეზად პანდემიასთან ბრძოლა სახელდება. ხოლო შეიარაღების შესყიდვაზე დაგეგმილზე ნაკლები დახარჯა რუსეთმა და ბრაზილიამ.

 

კომენტარები