მინდა გამოვყო მავნებლური გირჩის პროექტი, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნა არასწორ გზაზე დაყენებული. ჩვენ ამ კანონპროექტით დავასრულეთ გირჩის მავნებლობა. ასევე მოწესრიგდა მთელი რიგი საკითხები წვევამდელებისთვის. 2025 წლის 1 იანვრიდან გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში. 2025 წლიდან ყველა წვევამდელი გაივლის სამსახურს თავდაცვის სამინისტროში. შევიმუშავეთ ეფექტიანი 6-თვიანი კურსი, ასევე იქნება 8-თვიანი, 11-თვიანი კურსები იმის მიხედვით, თუ ვის როგორი კარიერული გეგმები აქვს. წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში. ჩვენ კოდექსში გავითვალისწინეთ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სტუდენტს შეეძლება ჩაერთოს ამ პროცესში, წლის განმავლობაში 1 თვე დაჰყოს თავდაცვის სამინისტროში და გაიაროს საბაზისო კურსი, თეორიული და პრაქტიკული საბრძოლო მომზადება. 4 წლის განმავლობაში მას უნდა შეუსრულდეს 6 თვე ჯარში და ჩაეთვლება გავლილ სავალდებულო სამსახურად. ამ პროექტით შეიქმნება რეზერვის ბაზის საფუძველიც. წელიწადში მომზადდება 9 000 -10 000 წვევამდელი. 10-წლიან პერსპექტივაში 100 000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული.
tbl.ge/6j32
დაკოპირდა

თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
- 2020 წელს სამხედრო ხარჯები თითქმის 2 ტრილიონამდე გაიზარდა – ქვეყნების დიდი ხუთეული
- თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
- გიორგი ნონიაშვილი: იღბალს მინდობილი სამოქალაქო თავდაცვა
- თავდაცვის უწყება: სამხედროებს არ ვათავისუფლებთ, დასავლეთ საქართველოში გადაგვყავს