ცოლის მკვლელობა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.გ. სისხლის სამართლის კოდექსის 11' 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 აგვისტოს, გ.გ.-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში განაწყენებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ბ-ს სანადირო თოფიდან გულმკერდის არეში დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა გ.გ. იმავე დღესვე დაიჭირეს და ბრალდება 11' 108-ე მუხლით წაუყენეს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები