ცოლის მკვლელობა

თბილისში 27 წლის ქალი კლინიკაში ქმრისგან მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა

თბილისში 27 წლის ქალი კლინიკაში ქმრისგან მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალი სახლიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას მთელ სხეულზე მრავლობითი, სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. 

ტაბულას ინფორმაციით, ქმარმა თვითდაზიანებებიც მიიყენა და ის ახლა კლინიკაში მკურნალობს. შემთხვევის დროს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები