ცოლის მკვლელობა

მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა

მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს სოფელ სადახლოში ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. ცოლი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

კომენტარები