ცოლის მკვლელობა

თბილისში, 27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, 27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ საქმის მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა.

"აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ზომა, პატიმრობა გამოვიყენე - იქიდან გამომდინარე, რომ ჩავთვალე, საქმეზე არსებობდა როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებითი, ასევე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები [...] არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

მისი პოზიცია იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თავის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია". - თქვა მოსამართლემ პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსში გაიმართა.

9 იანვარს თბილისში, 27 წლის ქალი კლინიკაში ქმრისგან მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალი სახლიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას მთელ სხეულზე მრავლობითი, სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. 

ტაბულას ინფორმაციით, ქმარმა თვითდაზიანებებიც მიიყენა და ის ახლაც კლინიკაში მკურნალობს. შემთხვევის დროს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარები