მეუფე შიო

მეუფე შიო: იდეოლოგიური გავლენები განაშორებს ადამიანს უფლისგან და რწმენისგან

ამბობენ ზოგიერთები, რომ მე რწმენა ისედაც მაქვს, რად მინდა ტაძარში სიარული, არ მჭირდება მე ტაძარი, მაგრამ ეს არა სწორია, იმიტომ რომ შეიძლება შენ რწმენა გქონდეს, მაგრამ შეუძლებელია ეს ცოცხალი რწმენა შეინარჩუნო, ნამდვილი გამოცდილება თუ არ გაქვს. შეუძლებელია, რომ შეინარჩუნო, იმიტომ რომ დღევანდელი სირთულეები, ადამიანური სირთულეებით, სხვადასხვა გავლენები, მათ შორის, იდეოლოგიური გავლენები. ამ ყველაფერს შეუძლია განაშოროს ადამიანი უფლისგან და რწმენისგან, თუ იგი არ არის ტაძართან თანაზიარი. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას. 

მეუფე შიოს ქადაგება 4 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში

კომენტარები