ევროპული საქართველო

ბაქრაძე პრემიერზე: პრემიას ჯილდოს უწოდებ, მაღარიჩს თუ სიფთას, მაინც პრემიაა

დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად არის საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული და პრემიას დაარქმევ პრემიას, სარგოს, დანამატს, შემდეგი ეტაპებიც არსებობს, პრემიას შეიძლება დაარქვა ჯილდოც [პრემიერმინისტრის განცხადება], ამის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მაღარიჩი, ამის შემდეგი შეიძლება იყოს ფეშქეში და ბოლოს სიფთა. ბევრი სიტყვა შეიძლება მოვიგონოთ კიდევ და მოვატყუოთ საზოგადოება, რომ პრემიები აღარ გაიცემა

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საუბრობს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ პრემიერის ნაცვლად, ჩინოვნიკები "ჯილდოებს" მიიღებენ

კომენტარები