ტენდერები

ბერას კომპანიამ საზმაუს 346 098-ლარიანი ტენდერი მოიგო

BERA - Parlez-Vous Français
youtube.com

ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანია "სილქ ფაქტორი სტუდიომ" გაიმარჯვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულებაც 346 098 ლარია.

"სილქ ფაქტორი სტუდიო" საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწვდის განათების და სხვა ტიპის სპეც ტექნიკას. ტელეკომპანიას აღნიშნული აღჭურვილობა ახალი გადაცემის "აქტუალური თემა I არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად"-ისთვის სჭირდება. 

საინტერესოა, რომ "სილქ ფაქტორი სტუდიომ" საზმაუს კიდევ ერთ ტენდერშიც გაიმარჯვა, რომლის ღირებულებაც 25 913 ლარია. ამ თანხით ბერას კომპანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელევიზიო აღჭურვილობის მომსახურება გაუწია. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, "სილქ ფაქტორი სტუდიოს" დირექტორი გოგა ხაინდრავაა. კომპანიის 100%-იანი წილი ბერა ივანიშვილს ეკუთვნის.

კომენტარები