ტენდერები

სამინისტრომ ავტომაგისტრალის 11.5 კმ-ის მშენებლობისთვის 72-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი 11.5 კილომეტრის მშენებლობისთვის 72 მილიონ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობა ათ თვის ვადაში უნდა დაასრულოს და ორი წლის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა. 

რაც შეეხება ტექნიკურ მოთხოვნებს, დოკუმენტის თანახმად, "პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა."

წინადადებების მიღება 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. 
 

კომენტარები