კრიმინალი

შსს სპეცოპერაციაზე: დაკავებულები პირს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, $2 000-ს სძალავდნენ

Rustavi 2

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ე. ბ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები