ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც 70 წლამდე კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები 55 წლამდე კაცს მიაყენა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




