კრიმინალი

დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს  დაზიანებები მიაყენა  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. 

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერს უწყება.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები