ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი, - თქვა კვირიკაშვილმა.
tbl.ge/2jco
დაკოპირდა

პრემიერი ამ განცხადებით თბილისის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა - საკრებულომ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას მხარი დაუჭირა. სტატუსის ცვლილებას და ტერიტორიის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ერთ-ერთი ობიექტი განთავსდება.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: აბა ნახეთ, პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ თბილისში
- ფონდი: სიცრუეა, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა მძიმეა
- ინპექციის შემოწმების შემდეგ "პანორამა თბილისის" სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა
- "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა
- პანორამა თბილისი რუსთაველზე