რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანაინვესტირების ფონდი აშენებს 220-ნომრიან სასტუმრო Autograph Collection-ს. პროექტის ღირებულება $100 მილიონი დოლარია.
პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში ამ სასტუმროდან სოლოლაკში მშენებარე სასტუმრომდე საბაგირო გაიჭიმება, რომელიც თავისუფლების მოედანს გადაუვლის.
ამავდროულად, სოლოლაკის ქედზე შენდება $200-მილიონიანი სასტუმრო, ხოლო ბოტანიკური ბაღის თავზე, თაბორის მთაზე შენდება $60 მილიონიანი სასტუმრო თაბორი რეზორტსი. აღნიშნული პროექტები ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდება.
ივანიშვილი ამასთანავე აშენებს კიდევ ორ სასტუმროს თბილისის ისტორიულ ნაწილში, ერეკლეს მოედანზე.
თანაინვესტირების ფონდის კიდევ ერთი პროექტი გალერია თბილისი 2017 წელს გაიხსნა.