"პანორამა თბილისის" სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა, ამის შესახებ ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ უთხრა. შემოწმება რამდენიმე საათს გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აპრილს, "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. 2 მათგანი "ამტელ ჰოსპიტალში", ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.