მე მახსოვს, დღეს არჩილ ხაბაძეზე გვქონდა საუბარი, ყოფილი მთავრობის მეთაურზე და ამ ფონზე მინდოდა გახსენება და ვერ გავიხსენე გუნდის წევრებთან ნარმანია, რომელიც იყო ქალაქ თბილისის მერი, თქვენ ნახეთ მთელი ნაციონალური მოძრაობა, აბა ნახეთ, და მათგან მართული ენჯეოები, საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე.
აბა ნახეთ, პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ თბილისში, არარენტაბელურს, რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები, მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ, რომ რომ დაანგრიონ ქვეყანა, ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას, ზუსტად იგივე ხდება ბათუმშიც