პანორამა თბილისი

საკრებულომ ივანიშვილის კომპანიის წინადადებას მხარი დაუჭირა

თანაინვესტირების ფონდი

თბილისის საკრებულომ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად მხარი დაუჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას. სტატუსის ცვლილებას და ტერიტორიის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ერთ-ერთი ობიექტი განთავსდება.

ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

საკითხის განხილვის გადადებას საკრებულოსგან ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სხდომათა დარბაზში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს.

დღესვე ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს შენობაშიც, სადაც ივანიშვილის კომპანიისთვის 6300 კვადტარული მეტრის გადაცემის საკითხი განიხილებოდა. ბათუმის საკრებულომაც ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნა გაითვალისწინა და მას მიწა გადასცა.

კომენტარები