ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა.

პარტიის ცნობით, "ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ევროპული საქართველოს ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანება ერთხმად დაამტკიცა.

პოლიტიკური ასამბლეა დანიის ქალაქ კოპენჰაგენში ტარდება. 

ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა ევროპაში, რომლის 76 წევრი პარტია 41 ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ევროპის სახალხო პარტია 1976 წელს დაარსდა. დღეს ევროპის სახალხო პარტიას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში.

კომენტარები