აშშ-რუსეთის ურთიერთობები

აშშ-მა რუსეთის მასშტაბით არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

აშშ-ის საელჩო მოსკოვში
AFP

რუსეთში აშშ-ს საელჩოს ცნობით, აშშ 2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემას შეაჩერებს.

"რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება.

არასაიმიგრაციო ვიზა აშშ-ის ტერიტორიაზე დროებით ყოფნის საშუალებას იძლევა და გულისხმობს ტურისტულ, საქმიან და საგანმანათლებლო ვიზებს.

31 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ აშშ-ის 755-მა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს, რაც რუსეთის მხრიდან აშშ-ის სანქციებზე პასუხია.

კომენტარები