აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთის გავლენის შესამცირებლად აშშ $700 მილიონს დახარჯავს - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

დონალდ ტრამპი
Reuters

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, აშშ-ის ბიუჯეტის შემოსავლები 3,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს შეადგენს, ამავდროულად ხარჯები 4,7 ტრილიონ დოლარს უტოლდება. 

სხვა ყველაფერთან ერთად თეთრი სახლი მსოფლიოში რუსეთის გავლენის შესამცირებლად 700 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს. ამ თანხის დიდი ნაწილი ევროპასა და აზიაში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაზე დაიხარჯება. 

ამის გარდა ბიუჯეტის პროექტით, იგეგმება რუსულ შეიარაღაბესა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირება. 24 მილიონი დოლარი რუსულ დეზინფორმაციასთან საბროძლველად დაიხარჯება.

აღნიშნული პროექტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ბოლო პროექტია.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას, აშშ-ის კონგრესი განსაზღვრავს, თუმცა თეთრი სახლის მიერ წარდგენილ პროექტს კონგრესმენები ქვეყნის საერთო პრიორიტებების განსასაზღვრად იყენებენ.

კომენტარები