აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

vk.ru

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ, რამზან კადიროვმა გუშინ, 23  ივლისს ადგილობრივი მთავრობის სხდომის დროს განაცხადა. 

წინა პერიოდში კადიროვმა პომპეო ჩეჩნეთში სტუმრად დაპატიჟა, თუმცა გუშინ განაცხადა, რომ მას ამის უფლება აღარ აქვს. კადიროვის თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა სწორედ სახელმწიფო მდივანმა შეუკვეთა, რათა დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს.

"ვაუქმებ მოწვევას და ვაცხადებ, რომ პომპეო შევიყვანეთ იმ სანქციების სიაში, რაც გვაქვს რესპუბლიკაში, მათ შორის დაიბლოკება მისი პირადი ანგარიშებიც", - განაცხადა კადიროვმა.

ცნობისთვის, წინა დღეებში აშშ-მ რამზან კადიროვს და მის ოჯახს წევრებს სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესა. რამზან კადიროვი შავ სიაში, ადამიანის უფლებათა პერმანენტული დარღვევის, სექსუალური უმცირესობების დევნის, უკანანო სასიკვდილო განაჩენების და სხვა დარღვევების გამო მოხვდა. 

კომენტარები