ტერორიზმი

ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 42 ადამიანი კი დაშავდა.

აფეთქება ქალაქის დასავლეთ ნაწილში, შიიტურ უბანში მოხდა.

ტერორისტების სამიზნე ავტობუსი იყო, რომელსაც ნავთობის სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

კომენტარები