საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მმართველობაში მნიშვნელოვან ცვლილებას სთავაზობს საზოგადოებას - მას დეპუტატების რაოდენობის ერთი მესამედით შემცირება სურს. პრეზიდენტმა ვერსალის სასახლეში თქვა, რომ ეს ქვეყნის მმართველობას უფრო ეფექტურს გახდის.
მაკრონი თვლის, რომ მას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამ ფართო მანდატი მიანიჭა ასეთი ცვლილებებისთვის. საფრანგეთის 39 წლის პრეზიდენტის თქმით, თუ ცვლილებას პარლამენტი ერთი წლის ვადაში არ დაამტკიცებს, საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს.
შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად, ეროვნულ ასამბლეაში 577-ის ნაცვლად, 385 წარმომადგენელი, ხოლო სენატში 348-დან 232 წევრი დარჩება.





