პორტუგალია

პორტუგალიაში ტყის ხანძარის მსხვერპლი 62-მდე გაიზარდა

Reuters

ცენტრალურ პორტუგალიაში არსებულ ხანძარს 62 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამის შესახებ ინფორმაცის Reuters-ი ავრცელებს. 

ხანძრის მსხვერპლის დიდი ნაწილი საკუთარ ავტომობილში მაშინ დაიღუპა, როდესაც ხანძრის ეპიცენტრიდან ანუ პედროგაო გრანდეს მუნიციპალიტეტიდან გაქცევას ცდილობდა. გარდაცვლილთა შორის რამდენიმე მეხანძრეც არის. 

"სამწუხაროდ, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელიც ტყის ხანძარმა გამოიწვია“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ანტონიო კოსტამ. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივანმა ხორხე გომესმა განაცხადა, რომ 30 გარდაცვლილი მანქანებში იპოვეს, 17 კი - მანქანის სიახლოვეს. 

BBC-ის  ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 60 კერაა და მათ ჩაქრობას 1700 მეხანძრე ცდილობს. 

ესპანეთმა მეზობელ ქვეყანაში ხანძრის ჩაქრობისთვის განკუთვნილი ორი ვერტრმფრენი უკვე გააგზავნა. დახმარების კოორდინირებას ცდილობენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც.

კომენტარები