გატაცება

სასამართლომ “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის 20 და 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 11.00 საათზე გაიმართება. 

სამშენებლო კომპანია სვეტის დირექტორის გივი ჯიბლაძის გატაცებისთვის ოთხი პირი ორი დღის წინ, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. თავად ჯიბლაძე გატაცებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს.

კომენტარები