გატაცება

მარნეულში სკოლის მოსწავლე გოგონას გატაცებისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას გატაცებისთვის, ორ პირს ბრალი წარუდგინა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. რ.-მ გ.ზ.-სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან ზ. მ.-ს" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სკოლის მოსწავლე გოგონა მასზე 10 წლით უფროსმა თანასოფლელმა კაცმა "ცოლად მოყვანის მიზნით" გაიტაცა. მათი ადგილსამყოფელი პოლიციამ დღენახევრის შემდეგ დაადგინა. დაკითხვისას, არასრულწლოვანმა მასზე ძალადობა უარყო და განაცხადა, რომ "ჩემი ნებით გავთხოვდი". გოგონას პოვნის შემდეგ, გატაცებულის ოჯახის წევრებმაც განაცხადეს, რომ გამტაცებელთან პრეტენზია არ ჰქონდათ.

კომენტარები